4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:21

XIX ბიზნეს რეიტინიგის დაჯილდოების მხარდამჭერები უკვე ცნობილია

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

14 დეკემბერს, მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, თბილისი გარდენ ჰოლში, ბიზნეს რეიტინიგის დაჯილდოების ტრადიციულ, რიგით XIX ღონისძიებას გამართავს. ღონისძიება საქართველოში არსებული წლის საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოვლენა-დაჯილდოებას ისახავს მიზნად.

რეიტინგების დათვლას კი, წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი “გორბი“ აწარმოებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა დამარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს. წელსაც, ტრადიციულ XIX ბიზნეს რეიტინგში 2017 - 2018 წ. საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან, ხოლო საუკეთესოთა შორის საუკეთესო - გრან-პრის მფლობელი, ტრადიციისამებრ, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე დასახელდება.

 

(R)

Share