ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.6585 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6640 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0055 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. 1 ევრო დღეს, 3.0347 ლარი ღირს, ხოლო გუშინ, მისი ღირებულება 3.0314 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0267 ლარი შეადგინა.
Share