ვალუტის კურსი

2019 წლიდან, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას კიდევ 70 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს 50%-იანი შეღავათით.
შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას, ვეტერანებს დღეს 14:00-ზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე, „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები გააცნობენ.
პრემიერის ინიციატივას მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭო შესაბამის დადგენილებას 2018 წლის ბოლომდე გამოსცემს."
(R)
Share