3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:30:08

ექსპერტი „საქართველოს რკინიგზის“ FITCH-ის რეიტინგში მოხვედრაზე: ეს კომპანიის და ქვეყნის განვითარების საწინდარია

By: Admin
2018-11-27 14:50:35
204

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი დავით კიკვიძე FITCH-ის მიერ "საქართველოს რკინიგზას“ საპროგნოზო რეიტინგში გაუმჯობესებას ეხმაურება. 

როგორც ექსპერტი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანია ხსენებული ორგანიზაციის რეიტინგში მოხვდა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია როცა ასეთი ტიპის ორგანიზაცია ქართულ კომპანიებს ზოგადად აფასებს და ეს შეფასება პოზიტიურია. Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია როგორც  ქვეყნისთვის,  სტატუსის აღიარების თვალსაზრისით, ასევე თვითონ კომპანიისთვის. უახლოესი ორი-სამი წლის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესება უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვის შესაძლებლობას ნიშნავს, რაც როგორც ქვეყნისთვის ასევე თავად „საქართველოს რკინიგზის“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საწინდარია“, - აცხადებს დავით კიკვიძე.

 

(R)

Share