5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:51:34

ვახტანგ ჭარაია: ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 5%-ს გადააჭარბებს და 5.5-6%-ის ფარგლებში იქნება

By: Admin
2018-11-30 15:19:44
204

„ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა. ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი ეკონომიკის მაქსიმუმი. იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერი და განსაკუთრებით დეკემბერი ყოველთვის მაღალაქტიური პერიოდია, ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 5 პროცენტს გადააჭარბებს და 5.5 - 6 პროცენტის ფარგლებსი იტრიალებს და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება”,  - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა. 

მისი განცხადებით, იმ ფაქტორებს შორის რომლებმაც ოქტომბრის ეკონომიკურ ზრდას შეუწყვეს ხელი აღსანიშნავია:

"ექსპორტის ზრდა - 15 პროცენტით; ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა - 14.1% და ფულადი გადმორიცხვების ზრდა წინა თვეებში, აგრეთვე სხვა შედარებით მცირე თუმცა წინსვლები. რაც შეეხება დარგობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტად ამ პერიოდში გაიზარდა: საფინანსო საქმიანობა, უძრავი ქონება, და დამამუშავებელი მრეწველობა. ამასთან, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევად კვლავინდებურად რჩება დაბალი ინკლუზიურობა, რაც ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს", - განაცხადა ჭარაიამ. 

Share