ვალუტის კურსი

ჭალადიდი-კოლხეთის და საჯავახო-ნიგოითის გადასარბენზე ძლიერი ქარის და უხვი ნალექის გამო, ენერგო-პრო ჯორჯიას მაღალი ძაბვის ხაზი დაზიანდა, რამაც რკინიგზისთვის დენის მოწოდების შეწყვეტა გამოიწვია, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც „რკინიგზაში“ აცხადებენ, შედეგად, დროებითი შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს.
„ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების მსვლელობა განრიგის მიხედვით ხორციელდება.
სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
Share