ვალუტის კურსი

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა საქართველოს რკინიგზის ზოგიერთ მონაკვეთზე ელექტრომომარაგების სისტემა დააზიანა, რის გამოც მატარებლებმა გრაფიკით გათვალისწინებული რეისები დაგვიანებით შეასრულეს.
ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული.
შექმნილი შეფერხებების აღმოფხვრისთვის სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
(NS)
Share