4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:24

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.1%-ით გაიზარდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 16.4 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით მეტი) 173.4 მილიონი ლარით, ანუ 1.1 პროცენტით მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 49.7 მილიონი ლარით ანუ 0.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.0 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 123.6 მილიონი ლარით, ანუ 1.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.0 პროცენტით).

„მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 31.42 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.2 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 86.0 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 11.4 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

Share