1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:52:18

სესხების განულებასთან დაკავშირებით შექმნილი ვებ-გვერდი - vali.ge ამოქმედდა

By: Admin
2018-12-10 19:59:49
204

სპეციალური ვებ-გვერდი - vali.ge, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, ამოქმედდა.

vali.ge-ზე მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ , ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმონ.

როგორც ვებ-გვერდის აღწერაშია მოცემული, სიას უახლოეს პერიოდში დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან მიმდინარეობს ბაზების დაზუსტების პროცედურები.

„ვებ-გვერდი შექმნილია და განკუთვნილია სოციალური მიზნებისთვის, კერძოდ, „სესხების პატიების პროექტის“ ფარგლებში მოქცეული პირებისთვის/მსესხებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების, მსესხებლების მიერ პროექტში მოქცეულ დავალიანებაზე მონაცემების გადამოწმების და პროექტის ფარგლებში სასესხო ვალდებულებების პატიების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

ვებ-გვერდი იფუნქციონირებს 2019 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათამდე.

ზემოხსენებული თარიღის შემდგომ ვებ-გვერდი წყვეტს ფუნქციონირებას.

ამ ეტაპზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

 სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“.

უახლოეს პერიოდში დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან მიმდინარეობს ბაზების დაზუსტების პროცედურები“, - ნათქვამია vali.ge-ს ინფორმაციაში.

Share