
27 ივნისს, ავერსის კლინიკა ქალაქ თელავში ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო ცენტრს ხსნის.
კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი თაობის HITACHI-ის ღია ტიპის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც პირველია როგორც რეგიონში ასევე საქართველოშიც, ასევე PHILIPS-ის ფირმის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი; ექოსკოპიის კაბინეტი, რომელიც General Electric-ის ყველაზე თანამედროვე აპარატით არის აღჭურვილი; მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია.
ფილიალის გახსნას დაესწრებიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს წარმომადგენლები, კახეთის გუბერნატორი-ირაკლი ქადაგიშვილი, ქ. თელავის მერი–პლატონ კალმახელიძე, ქ. თელავის გამგებელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები; კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე; „ავერსის-კლინიკის“ გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე.
(R)
Share