3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:33:31

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა 

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში ეწვივნენ.

სტუდენტებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, სადაც ჩაუტარდათ მცირე ლექცია ენერგეტიკასა და სსე-ს როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტებმა ნავთლუღის ქვესადგური დაათვალიერეს.

ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ძირითადი ფაქტორია. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია. სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები, დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს და აძლევს მათ საშუალებას, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.

 

(NS)

Share