ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა, ევროსთან კი, ისევ გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6627 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.6617 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ, 3.0333 იქნება, ხოლო დღემდე, მისი ფასი 3.0354 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.
Share