1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:52:44

რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა - მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. აღნიშნულის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.

„დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

 

(NS)

Share