ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 37 875 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.510 პროცენტით, მაქსიმალური 7.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.540 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
Share