3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:34:27

სტუდენტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სტრუქტურასა და მმართველობის სქემას გაეცნენ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებული, საჯარო მოხელეთა კლუბის საბაკალავრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, გაეცნენ კომპანიის სტრუქტურასა და მმართველობის სქემას, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, სსე-ში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეფექტიანი მმართველობის სქემა.

 

 

(NS)

Share