5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
15:00:25

გიორგი გახარია ავღანეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა იქლილ აჰმად ჰაკიმიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე  საქართველოსა და ავღანეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე  ისაუბრეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე და  ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება.

შეხვედრაზე, ასევე  ქართულ და ავღანურ ბიზნესწრებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვამ 0,11 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 68%-ით აღემატება.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ეკონომიკური რეფორმების და მიღწევების კუთხით,ავღანეთის მთავრობას გამოცდილება გაუზიაროს.

აღსანიშნავია, რომ იქლილ აჰმად ჰაკიმი პირველი ავღანელი მინისტრია, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ავღანეთის ფინანსთა მინისტრი თბილისში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. მთავრობის წევრების გარდა,იქლილ აჰმად ჰაკიმიქართული კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

(NS)

 

Share