ვალუტის კურსი

საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch Ratings - ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება.
კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
„ჩვენ მივულოცეთ თქვენს ხელისუფლებას ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგის შედეგები, რომლებიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის მართლზომიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ფონდის მისია საქართველოში 1-კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
Share