
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებენ.
ახვლედიანის განმარტებით, ფულის გათეთრების საქმის წამოწევა პოტენციურ ინვესტორებს და ანაკლიის პორტის დაფინანსებას რისკის ქვეშ აყენებს.
„ჯერჯერობით პროცესები არ შეჩერებულა. თუმცა აუცილებელია, რომ ეს გაუგებრობა მოგვარდეს. სიცხადე მოეფინოს ამ ყველაფერს და დასრულდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა პროექტმა, ამ პროექტში ჩვენმა ინვესტორებმა თავისუფლად მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა ფინანსური დახურვისთვის და მერე წარმატებით განხორციელებისთვის. მესიჯები იყო ის, რომ მათ გამოთქვეს შეშფოთება ამ კონკრეტული მიმდინარე მოვლენების გარშემო და გვითხრეს, რომ თუ ეს არ მოგვარდება, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ამ პროექტთან მიმართებაში რთული იქნება“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
Share