ვალუტის კურსი

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 505.0 მილიონი აშშ დოლარი იყო (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მილიონი აშშ დოლარი (0.1 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.7 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა.
ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს ექსპორტ-იმპორტის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და სალდოს მდგომარეობას 2014-2019 წლებში.