ვალუტის კურსი

„საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ლიანდაგს ასცდა. დაშავებულები არ არიან! დღეს საღამოს, 17:50 საათზე ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი-ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური“, - ნათქვამია განცხადებაში.
(R)
Share