-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:59

სახელმწიფომ ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში წარადგინა

By: Admin
2019-03-28 16:04:01
204

„ქართული  ხორბლის  კულტურა (ხორბლის  ენდემური  სახეობების  და  ხალხური სელექციით  მიღებული  ჯიშები საქართველოში“) სახელმწიფომ იუნესკოს  არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იუნესკოში წარსადგენ შესაბამის განაცხადს ხელი მოაწერესგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მამიხეილბატიაშვილმადა სოფლის მეურნეობის მინისტრმალევან დავითაშვილმა. 

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, აუცილებელია, უნიკალური ხორბლის კულტურის დაცვასთან ერთად მოხდეს მათ განვითარებაზე ზრუნვაც.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა – უნიკალური ხორბლის ჯიშები – იუნესკოს დაცვის ქვეშ მოხვდება. ვფიქრობ, მსოფლიო მეცნიერებისთვის ის ძალიან საინტერესო მასალაა. აუცილებლად გააქტიურდება მუშაობა, როგორც ჩვენი სამინისტროების, ასევე, სფეროს ექსპერტების მხრიდან იმისათვის, რომ ამ უნიკალური ჯიშების დაცვასთან ერთად ხელი შევუწყოთ მათ განვითარებასაც“.

ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარდგენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილის თქმით:„საქართველოს შეუძლია თანამედროვე სამყაროში გასაკუთრებული სიტყვა თქვას იმ გენეტიკური რესურსით, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია და შესწავლილია ვლადიმერ მენაბდის, ნიკო კეცხოველის, პეტრე ნასყიდაშვილის და სხვა დიდი მეცნიერების მიერ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისშრომა, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ გაწიეს, არ უნდა დიაკარგოს. მოგეხსენებათ, ქართული ხორბლის კულტურა უკვე ეროვნული კატეგორიის ძეგლია და მივესალმებით, რომ მალე ის საერთაშორისო კატეგორიის  ნაწილიც გახდება“.

2018 წლის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მოთხოვნით კონვენციის პრიორიტეტად „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“წევრი-სახელმწიფოების მიერ ელემენტების წარდგენაგაცხადდა, რისი მეშვეობითაც არამატერიალური მემკვიდრეობასაერთაშორისო სამეცნიერო დარგობრივი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. 

ქართული ხორბლის, როგორც გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტის, საერთაშორისო აღიარება მის გადასარჩენად ქვეყნის შიგნით სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციების, დარგობრივი ექსპერტების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მეხორბლე ფერმერების, მეხორბლე ოჯახების ჰარმონიზებულ საქმიანობას უზრუნველყოფს.

„ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქართული იდენტობის ერთ-ერთ მაფორმირებელ და განმსაზღვრელ ფაქტორს და გვევლინება თავისებურ ცოცხალ მუზეუმად, სადაც ხორბლის გვარის მთელი სახეობრივი მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი. ქართული ხორბლის რვაათასწლიან ისტორიას არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მარცვლებიც ადასტურებს. საქართველო ისადგილია, სადაც მოხდა ველური ხორბლის მოშინაურება. საქართველოში დაფიქსირებულია ხორბლის 14 სახეობა და 188 სახესხვაობა, რაც ასეთი მცირე ფართობის მქონე ქვეყნისთვის უჩვეულო რაოდენობაა.

მე-20 საუკუნის ბოლოსთვის მკვეთრად შესუსტდა ზრუნვა ქართული სახეობებისა და ენდემური ჯიშების გამრავლება-გამოყენებისათვის, რის გამოც, გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ელემენტის ხელშეწყობა და იმ წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გაცოცხლება, რომელიც ქართული ხორბლის სახეობებსა და ჯიშების მოხმარება-მოვლას ახლდა თან.  

2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების, დარგში მომუშავე მეცნიერების: ლალი მესხის, გიორგი ღუღუნიშვილის, ვანოზედგინიძის, მარინემოსულიშვილის, მარიგოგნიაშვილის, ინეზამაისაიას მონაწილეობით დაიწყო მუშაობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტზე „ქართული ხორბლის კულტურა“. ამავე წლის სექტემბერში მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭადა არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში იქნა შეტანილი. 

2019 წლის 25 მარტს „ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)” საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. 

იუნესკოს 2003 წლის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციას საქართველო 2007 წლიდან შეუერთდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში კონვენციის ქვეშ არსებული მსოფლიო წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს ოთხი ელემენტია აღიარებული: „ქართული მრავალხმიანობა“(2001,2008), „ქვევრის ღვინის დაყენების ქართულიტრადიციული მეთოდი“(2013), „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“(2016) და „ქართული ჭიდაობა“(2018).

 

(NS)

Share