-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:15:45

ლევან დავითაშვილმა იაპონიის ელჩთან გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ მიმდინარეობის საკითხები განიხილა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო” მნიშვნელობა და მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გამოფენამ  საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ცნობადობის ზრდას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი.

როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, იაპონიაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტის სტიმულირების თვალსაზრისით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

 

 

(NS)

Share