1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:12:32

2019 წელს წიაღის სექტორში 35 000-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

2019 წელს წიაღის სექტორში 35 000-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება, - ამის შესახებ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა წიაღის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

მაია ზავრაშვილის განცხადებით, მარტო 2019 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობის 35 000-მდე, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 700 მლნ დოლარამდე გაზრდა არის ნავარაუდევი.

„მთლიანი საბოლოო შედეგები, რომლებიც ჩვენმა შემდგომმა ნაბიჯებმა ქვეყანას უნდა მოუტანოს, არის დამატებითი ღირებულებების ჯაჭვის შექმნა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, განვითარებული სანედლეულო ბაზა, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი ბენეფიტები" - განაცხადა წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ესწრებოდა.

Share