1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:56:33

„საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს მარტივ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაზრდილია. შესაბამისად  დიდი მოთხოვნაა სამგზავრო ბილეთებზეც.

 „საქართველოს რკინიგზა“ გთავაზობთ   მარტივ  და კომფორტულ სერვისს  -  შეიძინოთ   ბილეთები მობილური აპლიკაციით და ვებ გვერდების  მეშვეობით.  ამასთანავე მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

 მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა  ვებ გვერდებზე -   (railway.ge;  tkt.ge;  biletebi.gematarebeli.ge და სხვა)   ოპერატიულად და  შეუფერხებლად ხდება  ბილეთების რეალიზაცია. სამგზავრო დოკუმენტებს  შეიძენთ   სწრაფი გადახდის აპრატებით და matarebeli.ge-ს მობილური აპლიკაციითაც. 

„საქართველოს რკინიგზა“ გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

 

 

(R)

Share