2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:03:56

იმერეთში ფერმერებისთვის კონსულტაციების გაწევა მიმდინარეობს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ფერმერებს ვეტერინარიის, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მცენარეთა დაცვის და თხილის ბაღების გაშენების მიმართულებებითკონსულტაციები გაეწიათ.

პროექტის ფარგლებში, შეხვედრები ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებსა და 11 სოფელში უკვე გაიმართა. 23-დან 25 აპრილის ჩათვლით, შეხვედრები ბაღდათის, ვანის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში (ვარციხე, დიმი, ძულუხი, დიხაშხო, ჭყვიში, მელაური, გომმუხაყრუა, ქორეისუბანი) მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა 2019 წელს კახეთის, გურიის, შიდა ქართლის, სამეგრელოს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 73 სოფელში 4000-მდე ფერმერს კონსულტაციები უკვე გაუწიეს. 

 

(NS)

Share