
თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის. B COM არის ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს. B COM ხელს შეუწყობს ბიზნესკლიენტებსბიზნესის შექმნასა და განვითარებაში.
B COM-ში გაწევრიანებულ ბიზნესკლიენტებსსაშუალება ექნებათ, დაესწრონ პრაქტიკულ ტრენინგებს და ლექციებს, დარგის ექსპერტებისგან შეიტყონ ბიზნესსფეროში მიმდინარე სიახლეები, მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ ფორუმებში. პლატფორმის წევრები, ასევე, ისარგებლებენ მათ ბიზნესებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებებით.
"ორი სიახლე გვაქვს, რომელიც ერთმანეთთან კავშირშია: პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ე.წ. "თი ბი სის ბიზნეს საზოგადოება", რომელსაც სახელად B COM-იდავარქვით. ჩვენ რამდენიმე წელია არასაბანკო მომსახურების მიწოდებას ჩვენი მომხმარებლებისთვის წარმატებულად ვახდენთ, რაც არის სხვადასხვა ტრენინგები, განათლება, ბიზნეს ფორუმები, ბიზნეს დაჯილდოვებები, ასევე უნდა ვახსენო ჩვენი პროექტი "სტარტაპერი", და ვიფიქრეთ, რომ ეს ყველაფერი არის ერთი ქუდის ქვეშ გასაერთიანებელი. ჩვენ გვინდა ამ საზოგადოების წევრებს კიდევ უფრო მეტი, უფრო ექსკლუზიური და განსაკუთრებული პროგრამები შევთავაზოთ. ის, თუ როგორ გაწევრიანდებიან ჩვენი კლიენტები ამ საზოგადოებაში, არის სწორედ მეორე სიახლე. ეს არის ე.წ. ნაკრებები, რაც ადამიანმა უნდა გამოიწეროს, ანუ საბანკო მომსახურებების გამოწერა მოხდება. ამ ნაკრებში შევა კონკრეტული საბანკო მომსახურებები, რომელიც იქნება ზოგიერთი უფასო, ზოგიერთი ფასდაკლებით. მაგალითად, ახლა რასაც ვუშვებთ, პირველი ნაკრები იქნება B FIX-ი, რომელშიც შედის საქართველოს ყველა ბანკომატში თანხის უფასოდ განაღდება, ლიმიტის გარეშე უფასო გადარიცხვები და სხვა პროდუქტები. ანუ, ადამიანი როდესაც იყიდის B FIX-ს, ავტომატურად გახდება B COM-ის წევრი და გარდა იმისა, რომ ექნება საშუალება ულიმიტოდ და უფასოდ გამოიყენოს ის საბანკო მომსახურებები, რომელიც ჩამოვთვალე, მიიღებს იმ დამატებითი სარგებელს, რაც B COM-ის საზოგადოების წევრობას მოჰყვება. სიახლე ამაში არის ის, რომ აქამდე საქართველოში ადამიანი საბანკო მომსახურებებს სათითაოდ ყიდულობდა და ყველა მომსახურება რაღაცა ფასი ღირდა. ჩვენ შევეცადეთ, რომ შემოგვეტანა საბანკო მომსახურების გამოწერის მიდგომა, - ადამიანი ყოველთვიურად ერთხელ გადახდილი საკომისიოთიგამოიწერს მომსახურებების ნაკრებს და ეცოდინება, რომ ის ამ ნაკრებს მოიხმარს ისე, როგორც მას სურს“, - აცხადებს „თი ბი სი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი.
უფრო კონკრეტულად, B COM-ში გასაწევრიანებლად საჭიროა სპეციალურად შექმნილი ბიზნესნაკრებისგამოწერა: Fix, Agro ან Life. მათი გამოწერა შესაძლებელია ფიქსირებულ ფასად, რის შემდეგაც საზოგადოების წევრობის გარდა, ბიზნესკლიენტები მიიღებენ ყველა საბანკო პროდუქტს, რომელიც მათ ყოველდღიური ოპერაციებისთვის ესაჭიროებათ.
მაგალითად, FIX ნაკრების გამოწერით, თვეში ფიქსირებულ 10 (ფიზიკური პირებისთვის) ან 20 ლარად (იურიდიული პირებისთვის), ბიზნესკლიენტები მიიღებენ შემდეგ პროდუქტებს:
• ბიზნესბარათს;
• თანხის განაღდებას საკომისიოს გარეშე თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში;
• ულიმიტო და უფასო გადარიცხვებს საქართველოს მასშტაბით
• უფასო დიჯიპას აპლიკაციას სმს სერვისსა და ინტერნეტბანკს
B COM-ის მიზანია შექმნას ბიზნესეკოსისტემა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინსტუმენტები, კლუბის წევრები გაიცნობენ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ბიზნესებს და ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ მათთან კონტაქტები.
„თიბისი ყოველთვის ცდილობს, არსებული მონაცემები გააანალიზოს. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ბევრი მონაცემები გვაქვს, ძალიან ბევრი კლიენტი გვყავს, რომლებიც მათ შესახებ და მათი ქცევის შესახებ ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას გვიგენერირებენ. შესაბამისად, როცა გავაანალიზეთ და დავინახეთ ის საჭიროება, რაც ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების უმრავლესობას ჰქონდა, სწორედ ეს იყო პირველი ბიძგი, რომლის შემდეგაც დავფიქრდით, რომ შეგვექმნა არა კონკრეტული პროდუქტი, არამედ ისეთი სერვისების და პროდუქტების ერთობლიობა, რომელიც ჩვენს კლიენტს არა მხოლოდ ერთ საჭიროებას დაუკმაყოფილებდა, არამედ მათი ყოველდღიური საქმიანობის საჭიროებებს დაუფარავდა. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ნაკრები B FIX-ი, რომელიც ზუსტად ისეთი ტიპის სერვისებს და მომსახურებას შეიცავს, რაც ჩვენი მომხმარებლების ძალიან დიდ ნაწილს სჭირდება. მთავარი პრინციპული განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ჩვენით კი არ ვიგონებთ რა შევთავაზოთ კლიენტს, არამედ იმ მონაცემების გაანალიზებას ვცდილობთ, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები გვიგენერირებენ და სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე შეიქმნა B FIX", - განაცხადა "თი ბი სი ბანკის" ბიზნესის ანალიზის განყოფილების უფროსმა კონსტანტინე ხოფერიამ.
(R)
Share