4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:39:38

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ

By: Admin
2018-09-07 13:06:07
204

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. შესაბამისი სამუშაოები დღეს დაიწყება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა დახმარება გაუწიოს 2 ივლისს, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით. დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიცირების მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. დაზარალებული პირების იდენტიფიცირების შემდეგ, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება შემოსავლების სამსახურის მიერ, განხორციელდება ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით და შესაბამისად, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად, 2500 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა.

ხანძრის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.

Share