2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:01:30

საქართველო-დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები თბილისში განიხილეს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ბრიტანელ დიპლომატებთან უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში ურთიერთობებზე და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს ნიკოლა პოლიტის უმასპინძლა.

მინდია ჯანელიძემ ბრიტანულ მხარეს საქართველოში კრიზისების მართვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის გაღრმავებას უსაფრთხოებისა და კრიზისების მენეჯმენტის მიმართულებით.

 

(NS)

Share