3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:33:36

V CARD - „ვითიბი ბანკის“ ახალი საკრედიტო ბარათი

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

"ვითიბი ბანკი", მომხარებელს სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო ბარათს V CARD -ს სთავაზობს. 
V CARD - ით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით -16,9%, ხოლო ეფექტური 19,7%. ყოველთვიური შენატანი ათვისებული ძირითადი თანხის მხოლოდ 2% - ს შეადგენს. 

V CARD -ის კიდევ ერთ უპირატესობას ბანკომატში განაღდების ყველაზე დაბალი საკომისიო წარმოადგენს. ბანკომატში განაღდებისას მომხმარებლებს 3-ჯერ ნაკლების გადახდა მოუწევთ ვიდრე სხვა ნებისმიერი საკრედიტო ბარათის შემთხვევაში.V CARD -ს ასევე ყველაზე მაღალი საკრედიტო ლიმიტი, 30 000 ლარი, აქვს.აღნიშნული ბარათით ტერმინალებში ან ინტერნეტით ანგარიშსწორებისას  მოქმედებს ქეშბექი და თანხის 1% ნაღდი ფულის სახით მომხარებელს უკან უბრუნდება.

ყველა სხვა საკრედიტო ბარათისგან განსხვავებით V CARD-ის მფლობელებს შეუძლიათ საკრედიტო ლიმიტის,სამომხარებლო სესხად კონვერტირება. 

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ვითიბი ბანკი დღეს მომხარებელს აბსოლუტურად ახალი ტიპის, რევოლუციურ ბარათს სთავაზობს. V CARDმომხმარებლის გამოკითხვის შედეგად შეიქმნა და მთლიანად ითვალისწინებს  მათ მოთხოვნებს და მოლოდინებს. შედეგად, ბარათის პირობები უკონკურენტოა ბაზარზე და მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული, როგორც ძირითადი პირობების, ისე მოქნილობის თვალსაზრისით. 

 

(R)

Share