3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:36:02

eAuction.ge მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

დღეიდან, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს ლიბერთი ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებით, სწრაფად და მარტივად, განახორციელოს ელექტრონული აუქციონის საგარანტიო, დარჩენილი ღირებულებებისა და ვებგვერდის მომსახურების თანხების გადახდა.

აპარატის მეშვეობით ჩასარიცხი თანხის ლიმიტი განსაზღვრულია 0,5 ლარიდან - 1500 ლარამდე.
დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, შესაბამისი ოპერაციის შესასრულებლად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე აირჩიეთ:

სხვა პოპულარული კატეგორიები > ინტერნეტ მომსახურება > eAuction.ge და მიჰყევით ინსტრუქციას.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს ელექტრონული ანგარიშსწორების განვითარებას და კიდევ მრავალ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს!  

(NS)

Share