3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:37:44

კინოთეატრ „ამირანში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

3 აგვისტოდან  კინოთეატრ „ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება.

„ამირანში“ ყოველი თვის დასაწყისი სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას დაეთმობა. თიბისი სტატუსისა და  „ამირანის" ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი და სხვა.

3 აგვისტოს კინოკოლექცია კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონით გაიხსნება. ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ტარანტინოს შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე კინომცოდნე - თეო ხატიაშვილი ისაუბრებს.

აფიშა:

·       3 აგვისტო - „კრიმინალური საკითხავი"

·       4 აგვისტო - „ჯეკი ბრაუნი"

·       5 აგვისტო - „უსახელო ნაბიჭვრები"

·       6 აგვისტო-მოკალი ბილი  (ნაწილი 1); მოკალი ბილი (ნაწილი 2)

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონიმენტის კი - 50 ლარი.

თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

ყოველი სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

(R)

Share