ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა.
მოთხოვნამ 171 579 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.848 პროცენტით განისაზღვრა.
Share