ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა.
მოთხოვნამ შეადგინა 120 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენთი, მაქსიმალური 9.530 პროცენთით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.372 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
Share