4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:36:59

საქსტატი - იანვარ-ნოემბერში, საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით, 1.4%-ით გაიზარდა

By: Admin
2019-12-13 14:56:58
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 3 381.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ. აშშ დოლარი (2.3 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 4 741.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.

Share