ვალუტის კურსი

ლარი კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.8787 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.8647 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0140 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.2066 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.2024 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.
Share