4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:41:52

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქვეყნის ენერგეტიკისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაასრულა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ წარმატებით დაასრულა ქვეყნის ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტის, 500 კვ-იანი ე.გ.ხ-ის „იმერეთი“ პარალელურად არსებული, 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების რეკონსტრუქციის პროექტი.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა „სათაფლია-1-2“-ის რეკონსტრუქციის, „აჯამეთი 1-2“-ის და ,,აჯამეთი 2-3“-ის გაორჯაჭვიანებისა და „დერჩი“-სახალი 21 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. შეიქმნა ახალი ენერგეტიკული ჯაჭვი  ქ/ს„ქუთაისი-220“-სა და „ზესტაფონი-500“-ს შორის, რომელიც 500 კვ-იანი ე.გ.ხ „იმერეთის“ გამორთვის შემთხვევაში, მისი 80%-90%-იან რეზერვირების შესაძლებლობას გულისხმობს.

პროექტი  ნაწილობრივ დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ „საქართველოს გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში , ხოლო  სრულად დაპროექტდა და განხორციელდა სსე-ს თანამშრომლების მიერ.

 

(NS)

Share