4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:57:43

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

By: Admin
2019-12-23 20:19:57
204

მგზავრთა საყურადღებოდ! ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის  გამო 24 დეკემბერს, ერთი დღით,  მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი -  ქუთაისი - ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 - ხაშური - ზესტაფონი და  №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული  მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.

ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა  სამგზავრო დოკუმენტი,  საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება.

 

 

 

(R)

Share