10.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
20:45:39

ლარი გამყარებას განაგრძობს

By: Admin
2017-07-06 13:55:35
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3980 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3993 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.7150ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი,  მისი შეძენა 2.7237 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა.

Share