3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:44:24

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს

By: Admin
2020-07-27 17:13:42
204

 

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 25, 26,27,28, 29,30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 26,27,28,29,30, და 31 დეკემბერს.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

08:50

14:30

19:10

0:35

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

10:30

15:30

17:00

22:00

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

,,საქართველოს რკინიგზა” გილოცავთ დამდეგ ახალ წელს  და ბედნიერ მგზავრობას  გისურვებთ!

Share