3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:29:09

ოქტომბერში, საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა

By: Admin
2020-07-27 17:13:41
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა.

საქსტატის ცნობით, აქედან 30,8 პროცენტი თბილისშია, ხოლო 20,7 პროცენტი - იმერეთის, 12,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,0 პროცენტი - კახეთის, 7,2 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,3 პროცენტი - აჭარის, 4,3 პროცენტი - შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,9 პროცენტი - გურიის, 1,9 პროცენტი - მცხეთამთიანეთის, 1,0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.

ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის მოქმედი ბაზრების და ბაზრობების საერთო რაოდენობის 76,4 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმეების წილად კი - 21,1 პროცენტი.

ბაზრების და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1,0 პროცენტი), კოოპერატივის (1,0 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,5 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

„2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა, რომელთა 44,3 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, ხოლო 14,2 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 9,8 პროცენტი - ქვემო ქართლის, 9,1 პროცენტი - კახეთის, 7,5 პროცენტი - აჭარის, 7,5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,6 პროცენტი - შიდა ქართლის, 1,8 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 0,9 პროცენტი - გურიის რეგიონზე ნაწილდება.

ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ რეალიზებულია 302,0 მილიონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი (ავტომობილების გარდა), რომელთა 19,9 პროცენტი სასურსათო საქონელზე მოდის, 74,4 პროცენტი - არასასურსათო საქონელზე, ხოლო 5,7 პროცენტს ცხოველების და ფრინველების ჯგუფი შეადგენს. 90,6 მილონი ლარის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბაზრების და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის 61,5 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, ხოლო 12,3 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 7,0 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,0 პროცენტი - აჭარის, 5,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,4 პროცენტი - კახეთის, 3,3 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 2,1 პროცენტი - შიდა ქართლის, 0,2 პროცენტი - მცხეთამთიანეთის და 0,2 პროცენტი - გურიის რეგიონზე ნაწილდება“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

Share