3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:31:12

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები „ჰარი პოტერით“ გრძელდება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

კინოთეატრ „ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. დიდ ეკრანზე ბავშვებისა და უფროსებისათვის წინასაახალწლოდ საუკეთესო განწყობის შესაქმნელად, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის" პირველი 3 ნაწილი ბრუდნება.

აფიშა:

კინოთეატრ „ამირანისა" და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტი 2020 წელსაც გაგრძელდება. ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ბილეთების შეძენა ონლაინ tkt.ge-ზე შეგიძლიათ.

 

 

 

(R)

Share