5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:56:50

„რუსთავი 2“-ის, „TV პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო

By: Admin
2020-07-27 17:14:23
204

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, „TV პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.

როგორც „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ეს გადაწყვეტილება ტელევიზიის გაჩერების ტოლფასია.

„მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია“, - წერს ჯანგირაშვილი.

ინფორმაციას ადასტურებენ „TV პირველსა“ და „რუსთავი 2“-შიც.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ გუშინ ტელევიზიებს მიმართა და გააფრთხილა, რომ დავალიანების დასაფარად ერთდღიან ვადას აძლევდა.

Share