4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:41:49

ცქიტიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

By: Admin
2020-07-27 17:14:50
204

„კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და ანაზღაურების საკითხი იქნება დაწყებული“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა დააბრუნოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწები და საპროექტო დოკუმენტაცია.

„პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან და რომელიც უკვე განხორციელდა. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზღაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა მოხდეს იმ საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ბუნებრივია, ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Share