ვალუტის კურსი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 3 771.5 მილიონი აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მილიონი აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოქვეყნდება.
Share