5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:59:06

ქუმსიშვილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 თვეში 4 748,2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 105,4%-ია

By: Admin
2017-07-06 14:12:35
204

„ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, გაზრდილია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც, რომლის მაჩვენებელმა 6 თვეში 4 748,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 105,4%-ია, ხოლო გასული წლის მაჩვენებელს 14,2%-ით აღემატება", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის   საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 4 283,8 მლნ ლარი, რაც გეგმის 105,1%-ია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გადაჭარბებითაა შესრულებული სხვა კატეგორიებიც და ჯამში, 6 თვეში შემოსავლების სახით მიღებულმა სახსრებმა 4 664,2  მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 106,4%-ია.

 

(NS)

Share