2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:07:25

დიმიტრი ქუმსიშვილი: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 6 თვის გეგმა 100%-ით შესრულდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 6 თვეში შეადგინა 5 315,0 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 95%, ხოლო წლიური გეგმის 46,6%-ია.

მისი თქმით,  გასული წლის 6 თვესთან შედარებით გაწეული ხარჯი 13,4%-ით მეტია  (629,8 მლნ ლარი), ხოლო კაპიტალური ხარჯები გაზრდილია 41,3%-ით (266,3 მლნ ლარი)

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების 100%-იანი მაჩვენებელი. 6 თვეში სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 582,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 223,7 მლნ ლარით (62,4%-ით) მეტია, ხოლო 2017 წლის წლიური გეგმის 46,3%-ია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში გასულ წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი შემცირებულია 27,7 მლნ ლარით. მუნიციპალიტეტების ჩათვლით შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შემცირებულია 36,0 მლნ ლარით.

 

(NS)

Share