
„ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და ყოველდღიურ მძიმე შრომას ეწევიან, ნუ გაგვიკვირდება, მაგრამ საერთოდ არ იცოდნენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შესაძლებლობების შესახებ ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ერთიანი ე.წ. ფრონტ-ოფისი შეიქმნება, რომლის შედეგად, მეწარმეობის ხელშეწყობის ყველა სამთავრობო პროგრამის შესაძლებლობების თაობაზე რეგიონებში ინფორმაციის ადგილზე მიტანა მოხდება, რათა არ დასჭირდეს ადამიანს ჩამოვიდეს თბილისში, სათაო ოფისში, რომ გაიგოს პროგრამის თაობაზე,
ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა „მაესტრო რეგიონებში" სტუმრობისას მინისტრმა განაცხადა, რომ მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომელსაც ამავე დასახელების სააგენტო ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უპირატესად რეგიონებზე და მის განვითარებაზე იქნება მიმართული.
(NS)
Share