
მათთვის ვინც ზუსტად იცის რისთვის სურს სესხის აღება ბანკმა შემქმნა მიზნობრივი სესხების მიმართულება. ავტო სესხის შემთხვევაში თქვენ რა თქმა უნდა შეიძენთ ავტომობილს.
მანამდე სანამ ავტო სესხის აღებას საბოლოოდ დააპირებთ, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეთ რომელი მოდელის ავტომობილის შეძენა გსურთ. გახსოვდეთ რომ ყველა ბანკს აქვს ინდივიდუალური შეზღუდვა ავტომობილის წლოვანებაზე, მდგომარეობაზე და ა.შ.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ავტომობილის ღირებულება. ამით განისაზღვრება თქვენი ვალის ოდენობა ბანკის წინაშე, ავტო სესხის ხანგრძლივობა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხა.
როგორც წესი ავტო სესხის შემთხვევაში უზრუნველყოფას წარმოადგენს თავად ავტომობილი რომელსაც შეიძენთ. ჩვენი რჩევაა მოერიდოთ იშვიათ მოდელებს, რომლებიც გამორჩეული გემოვნების მქონე ადამიანებისთვისაა თუმცა პრობლემას წარმოადგენს ავტომობილის გაყიდვის ან გაფუჭების შემთხვევაში.
ასევე გირჩევთ აუცილებლად გადაამოწმოთ კომპანია რომლის დახმარებითაც იწერთ ავტომობილს ან ავტომობილი ადგილზე შეძენის შემთხვევაში, რადგან ბანკი ნამდვილად არ აგებს პასუხს შეძენილი ავტომობილის მდგომარეობაზე, თქვენ კი ფულადი ვალდებულება გეკისრებათ.
ავტო სესხის აღებისას გელით სტანდარტული პროცედურები, თქვენ შეავსებთ განაცხადს, გაესაუბრებით საკრედიტო ოფიცერს, ამის შემდეგ კი მიიღებთ დასტურს ან უარს სესხთან დაკავშირებით. კარგი ის არის რომ ავტო სესხის შემთხვევაში საკმაოდ სწრაფად გაიგებთ პასუხს, სულ რამდენიმე წუთში. ასევე მნშვნელოვანია რომ ავტომობილი რჩება თქვენს საკუთრებაში.
ეს სესხი სრულყოფილი გამოსავალია მათთვის ვისთვისაც ავტომობილი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, ასევე მათთვის ვისაც ძალიან უჭირს დიდი თანხის შეგროვება, თუმცა აქვს სტაბილური შემოსავალი.
იმის გამო რომ ავტო სესხი ძალიან მარტივი პროცედურაა, შესაძლებელია განაცხადის ონლაინ რეჟიმში შევსება და პასუხის ერთი საათის განმავლობაში გაგება. რაც უფრო ახალია ავტომობილი მით უფრო გაგიმარტივდებათ ავტო სესხის აღება, თუმცა ბანკი გაძლევთ საშუალებას შედარებით ძველი წლოვანების ავტომობილიც შეიძინოთ.
ავტომობილი საუკეთესო საჩუქარია როგორც საკუთარი თავისთვის ასევე სხვისთვის. სწორი მგზავრობის და გამოყენების შემთხვევაში ბევრი პრობლემის მოგვარების საშუალებასაც გაძლევთ, ამიტომ დაფიქრდით, აარჩიეთ და სასიამოვნო შენაძენს გისურვებთ!
Share