ვალუტის კურსი

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, თბილისში, ე.წ რიყის დოქების გასაყიდად ღია ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომელიც 5 მარტს დასრულდება.
საწყისი საპროვატიზებო ღირებულება 95 მილიონი ლარია და მყიდველი ვალდებული იქნება, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვისა, შექმნას მრავალფუნქციური კომპლექსი.
აუქციონის პირობების თანახმად, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების პროექტი უნდა შეთანხმდეს თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.
Share