5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:56:38

საქართველოში ამერიკული კორპორაცია Trammo 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს

By: Admin
2020-07-27 17:16:54
204

ამერიკული კომპანია Trammo საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის  ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.

Trammo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედვარდ ვეინერმა განაცხადა, რომ ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილება საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს და ქვეყნის სტაბილური მმართველობის გამო მიიღეს.

Forbes-სის მონაცემებით Trammo ამერიკის უმსხვილესი  კომპანიების რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ნიუ იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარე კორპორაციის მენეჯმენტს საინვესტიციო გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტების და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

Share